პროექტის სახელი: ,,ერთი დღე ჩემს ცხოვრებაში“
პროექტის აქტუალობა: ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საკუთარი აზრის გამოხატვის, მოსმენის კულტურის, შემოქმედებითი უნარის განვითარებას, მხატვრული და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას, ურთიერთპატივისცემის გაღვივებას, გამოცდილების გაზიარება-გაცვლას.
მიზნები : მოსწავლეებმა შეძლონ წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით გადმოსცენ მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემაზე, მარტივი წინადადებების შედგენა, ნახატების, ვებკამერისა და ციფრული ფოტოს, ,,ფოტო- დღიურის“ საშუალებით აღწერონ და გაუზიარონ ერთი დღე საკუთარი ცხოვრებიდან წინასწარ შეთანხმებულ თემებზე, როგორიცაა: ჩემი ყოველდღიური განრიგი, სადილობა სახლში, რას ვაკეთებ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, ან რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე (მაგ. დაბადების დღე, თუ დადის რომელიმე შემოქმედებით სტუდიაში, კონცერტის დღე და ა. შ.).
მოსალოდნელი შედეგი :
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეძლებს გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია
მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ. I. 15. მოსწავლეს შეძლებს გარკვეული საყრდენების დახმარებით
მარტივი ყოფითი ტექსტების წერას.
ქარ. I. 9. მოსწავლეს შეძლებს ვიზუალურად გამოხატოს აღძრული შთაბეჭდილებები.
მოსწავლე შეძლებს სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას, კომუნიკაციის უნარის განვითარებას, ავტობიოგრაფიული ფოტოების, ნახატების შექმნას და თანაკლასელებთან გაზიარებას.
მონაწილეთა ასაკი: 5-6 წელი
ვადები: ნებისმიერი ერთი თვე (შჶსაძლებელია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში)
წინასწარი ცოდნა: მასწავლებლის ინსტრუქციის შესრულება, დამოუკიდებლად მარტივი წინადადებების შედგენა და წერა, ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებებისა და ინფორმაციის, ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენების ცოდნა.
რესურსი: ბუკები, ვიდეო და ფოტო მასალა, პროგრამა ,,paint”
პროექტის მსვლელობა: ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემის გაღვივების, გამოცდილების გაზიარების, შემოქმედებითი უნარის განვითარების მიზნით ბავშვებს ვთხოვ, ერთი თვის (შესაძლებელია მთელი სასწავლო წლის) მანძილზე შეაგროვონ, გადაიღონ აუდიო და ციფრული ფოტოები, შექმნან ნახატები, სლაიდები მოკლე ტექსტური განმარტებით,თუ რატომ იყო განსაკუთრებული და დანიშნულ დღეს გავუზიაროთ ერთმანეთს.
ვირჩევთ საპრეზენტაციო დღეს, წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
შეფასება: ნამუშევრის შეფასებისას გავითვალისწინებ ზეპირ პრეზენტაციას, მსჯელობას. ვიყენებ ზეპირ კომენტარს.
გამოვიყენებ თვითშეფასების ფორმას. მოსწავლეებს ვთხოვ, შეაფასონ ვისი ნამუშევარი მოეწონათ და რატომ, რა მოეწონათ ამ პროექტის შესრულების დროს.
საგნებთან კავშირი: ქართული, ხელოვნება, ისტ.
პროექტის ფასილიტატორი: ვერიკო სომხიშვილი
ელ. ფოსტა: verka39@gmail.com